„ლელოს“ პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მესამე მოსმენით პარლამენტი კანონს მიიღებს, რაც შეეხება კენჭისყრაში ოპოზიციის მონაწილეობას, „ლელოს“ ლიდერი ამბობს, რომ ეს არჩევანი მათი გასაკეთებელია. განცხადება მამუკა ხაზარაძემ ხაშურში, „ლელოს“ ოფისის გახსნაზე გააკეთა.

ოფისის გახსნის შემდეგ, ლიდერები ადგილობრივებს შეხვდნენ და სამოქმედო პროგრამა გააცნეს.