„ლელოს“ მიმართვა იუსტიციის მინისტრს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და გრიგოლ გეგელიამ იუსტიციის მინისტრს ოფიციალური განცხადებით მიმართეს. განცხადებაში მოცემულია კონკრეტული კითხვები ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების თაობაზე. კითხვების ძირითადი ნაწილი ეხება საკითხს, თუ რამდენად კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად იცავს საქართველო საკუთარ ინტერესებს.