„ლელოს“ ლიდერმა მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა დღეს მოძრაობის მორიგი 12 წევრი წარადგინა. ესენი არიან ადვოკატი – ალექსი ბოლქვაძე, პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ადვოკატი ამირან ფაჩუაშვილი, ხელოვნებათმცოდნე თამარ შავგულიძე, პედაგოგი მაია ჭიჭიაშვილი, გამომგონებელი ბექა მიქავა, გამომგონებელი ვახტანგ კონტრიძე, მხატვარი ქეთევან მატაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, ექიმი ვასილ ჭეიშვილი, ჰიდროინჟინერი გიორგი წურწუმია და ფიზიკოსი თამაზ ბუთხუზი.

მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ პრეზენტაციაზე რამდენიმე პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა. მან კრიტიკულად შეაფასა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა დღეს ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფება. ხაზარაძე ასევე გამოვიდა ინიციატივით, ქართული პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდეს ოკუპაციის თემაზე და დაიწყოს დისკუსია ერთიანი პოზიციის შემუშავებაზე.