„ლელოს“ ლიდერების შეხვედრა ამომრჩეველთან

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია. საპასუხოდ, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება საქართველოს მომავლის საგზაო რუკაა და პარტიებმა ამ დოკუმენტით უნდა იხელმძღვანელონ. ეს განცხადება ბადრი ჯაფარიძემ სოფელ დიდგორში გააკეთა, სადაც პარტიის ლიდერები დოღს ესწრებოდნენ. გამარჯვებულებს სამახსოვრო ჯილდოები გადასცეს და საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებიც გააცნეს.