„ლელოს“ ინიციატივა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ინტერპარტიული საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მრგვალი მაგიდის გარშემო ხელისუფლება და მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთად უნდა შეიკრიბოს. ხაზარაძე ამბობს, რომ ერთად უნდა შემუშავდეს გეგმა, რათა ქვეყანა გამოწვევებთან გასამკლავებლად მოემზადოს.