„ლელოს“ განცხადება ზუგდიდში

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით მოახლოებული არჩევნების გამო ხელისუფლება აქტიურ ზეწოლას ახდენს საჯარო სკოლების დირექტორებზე. ალექსანდრე ახვლედიანი აცხადებს, რომ პარტია „ლელოს“ პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან გათავისუფლებულმა ზუგდიდის ექვსი საჯარო სკოლის დირექტორმა მიმართა. ახვლედიანის თქმით, ის ჯერ ვერ ასაჯაროებს ამ ადამიანების ვინაობას. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიმართა მთავრობას, გამოცხადდეს მორატორიუმი სკოლების დირექტორების გათავისუფლებაზე. ალექსანდრე ახვლედიანი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეს.

დატოვე კომენტარი