„ლელოს“ განცხადება

პარტია „ლელოს“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბრალდება საარჩევნო ადმინისტრაციას.

თაზო დათუნაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. საუბარია თბილისში, გორგასლის ქუჩაზე გაკრულ „ლელოს“ პარტიულ პლაკატებზე, რომელზეც ცესკო-ს საინფორმაციო პლაკატები განთავსდა. დათუნაშვილის განცხადებით, ეს ქმედება მიუთითებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩართულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში. ცესკო-ში საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.