„ლელოს“ განცხადება

„ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, დროულად განიხილონ მათი სარჩელი, რომელიც ქვეყანაში არსებული შეზღუდვების დაწესებას ეხება. როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაცია არაკონსტიტუციურია, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და აჭიანურებს პარტიის მიერ შეტანილ სარჩელს. შეგახსენებთ, რომ „ლელომ“ საკონსტიტუციო სასამართლოში ორi სარჩელი შეიტანა. ერთი საგანგებო მდგომარეობის საკითხს და მეორე კი წერტილოვან შეზღუდვებს ეხებოდა.