„ლელოს“ აქცია

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ აეროპორტის დასახლებაში აქცია გამართეს. ისინი პოლიკლინიკების გასხვისებას აპროტესტებენ და აეროპორტის დასახლებაში სამედიცინო პუნქტის გახსნას ითხოვენ. „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხლაძე აცხადებს, რომ  მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებისთვის დიდი მანძილის გავლა უწევს, რაც ბევრი მათგანისთვის უსახსრობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია. ჯანდაცვის სამინისტროს აქციის მონაწილეების მოთხოვნაზე კომენტარი არ გაუკეთებია.