„ლელო“ სტრატეგიული პარტნიორების ძიებაში

წინასაარჩევნო ოპოზიციური ალიანსის კონტურები გამოკვეთილია.

მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთან თანამშრომლობაზე იწყებს საუბარს. „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის მომავალ პოლიტიკურ ძალას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უკვე დაანონსდა. ახლა საინტერესოა, მოჰყვება თუ არა პარტნიორობას გაერთიანება, რასაც 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების პირობებში პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი პროგნოზირებს. მელია-ხაზარაძეს თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ თავმჯდომარეს „ლელოსთან“ საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა. მამუკა ხაზარაძე მაშინ ნიკა მელიამ გამარჯვების შემთხვევაში დაანონსებული დედაქალაქის კოალიციური მთავრობის შემადგენლობაშიც შეიყვანა და მერის მოადგილედ წარადგინა. „ლელოს“ ლიდერს წინასაარჩევნოდ ალტერნატიული ცენტრის შექმნა უკვე საჯაროდ აქვს გაცხადებული და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა თანამშრომლობას ყველა პროდასავლურ ძალასთან განიხილავს.

თათია მაყაშვილი არკვევდა, მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე ახალი ალიანსის ფორმირება.