უკრაინის საკითხზე რეზოლუციის პროექტი მოამზადა პარტია „ლელომ“. რეზოლუცია საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო ძალისხმევა მიმართოს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული ომის დანაშაულების დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დასჯის მიზნით. ამასთან, პროექტი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ოფიციალურ კიევთან თანამშრომლობასა და 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების სამართალწარმოების მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარებას ავალებს. პროექტი სახელწოდებით – „რეზოლუცია უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესახებ“, პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.