„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება

„ლელო“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის და საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილების გამოტანის კონკრეტული ვადების დაწესებას მოითხოვს. პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტით, ეს ვადა 12 თვით განისაზღვრა. თუმცა, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, დრო დამატებით ექვსი თვით გახანგრძლივდება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან შესაბამის ცვლილებებს პარტია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს.