„ლელო საქართველოსთვის“ - ახალი წევრების წარდგენა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ კრწანისის რაიონის ქალთა ორგანიზაცია წარადგინა. ორგანიზაციის 12 წევრი ადგილობრივ ქალთა პრობლემების იდენტიფიცირებაზე და მათი მოგვარების გზებზე იმუშავებს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია, ქალი მოვლენათა ეპიცენტრში იყოს და სწორედ ამ მიზნით, მათ იდეების განხორციელებაში მხარს დაუჭერენ.