„ლელო“ ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტს ამზადებს

„ლელოს“ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა.

პარტია ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. მიზეზად რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომი და რუსული პროპაგანდის გავრცელების საფრთხეები სახელდება, რის აღსაკვეთადაც ავტორებს რუსეთის სამსახურში მყოფი და სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი ადამიანების გამოვლენა საჭიროდ მიაჩნიათ. კანონპროექტი რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიასაშუალებების აკრძალვასაც გულისხმობს. პროექტის რეგისტრირებამდე პირველადი ვერსიის გარშემო „ლელო“ საჯარო განხილვებს აპირებს. თუმცა ინიციატორებს შესაბამისი კანონის მიღების აუცილებლობაში პირველ რიგში კოლეგების დარწმუნება მოუწევთ.

ოპოზიციის ნაწილისთვის ინიციატივა მიუღებელია.