„ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადება – გამოხმაურება
ირაკლი კუპრაძე „ქართულ ოცნებას“ მერისა და მაჟორიტარი კანდიდატების მოსყიდვაში ადანაშაულებს. „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის ერთობლივი კანდიდატი აცხადებს, რომ მათ გადაბირებას „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები ცდილობდნენ.
კუპრაძემ სატელეფონო ჩანაწერიც წარადგინა, სადაც მისი თქმით, ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატ კარა ორუჯევს უცხო პირი ესაუბრება. პარტიებში მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ.