ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე “ვორლდ ქლასს ოფენ 2018” დასრულდა
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე 5-დან 16 წლამდე გოგონათა და ვაჟთა ტურნირი “ვორლდ ქლასს ოფენ 2018” დასრულდა. ტურნირში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით, 130-მა სპორტსმენმა მიიღო.
ტურნირი წელს პირველად ჩატარდა. პრიზიორები ფულადი და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 13 და 16 წლის ასაკში გამარჯვებულებს კი საერთაშორისო ტურნირზე წასვლა დაუფინანსდებათ.