„ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო კანდიდატები

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა.

კანდიდატები პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, თბილისში მერობის კანდიდატი იქნება პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ქუმსიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი ლაშა ჩხარტიშვილი იბრძოლებს.