„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. მათ სიმბოლურად ის მენიუ მიიტანეს, რითაც უფასო სასადილოებში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები იკვებებიან. აქციის მონაწილეებმა გააკრიტიკეს უფასო საკვების გაცემის ის მოდელი, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებს სასადილოებთან საკვების მისაღებად რიგში დგომა უწევთ. როგორც მათ აღნიშნეს, არსებული მენიუ ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების ღირსეულ კვებას, რის გამოც „ლეიბორისტული პარტია“ რაციონის გაზრდის მოთხოვნასთან ერთად, ვაუჩერული სისტემის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.