„ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატები

შალვა ნათელაშვილმა დღეს ბათუმში მხარდამჭერებს „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის ბათუმის ოლქში, „ლეიბორისტული პარტიიდან“ ზურაბ ლომია იბრძოლებს, მაღალმთიან აჭარაში კი, უშანგი ცეცხლაძე. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის ოლქში ტარიელ კალანდარიშვილი, ქობულეთში კი, მირიან ბერაძე იქნება. შალვა ნათელაშვილი ევროპის მოედანზე შეკრებილ ამომრჩევლებს პარტიის პროგრამაზე ესაუბრა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.