„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შეხვედრა მოსახლეობასთან

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი,  ქსოვრელის ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა. ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ამ ქუჩაზე ადგილობრივებს ბუნებრივი აირი, წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. შალვა ნათელაშვილმა ქალაქის მერს, ადგილზე  მისვლისა და არსებული სიტუაციის გაცნობისკენ მოუწოდა. გამარჯვების შემთხვევაში კი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.