ლეიბორისტული პარტიის გეგმები პარლამენტში

ჩაერთვება თუ არა შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო საქმიანობაში და შეწყვეტს თუ არა ის ბოიკოტს – ხვალ გაირკვევა. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, ჩანიშნულია პარტიის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუმცა მანამდე, პარტიის წევრები უკვე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოში.