"ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში უქმეებზე არ დანიშნოს

“ლეიბორისტული პარტია” მოუწოდებს ხელისუფლებას, არჩევნები  ოქტომბრის დასაწყისში უქმეებზე არ დანიშნოს. შალვა ნათელაშვილის თქმით, ოქტომბერში მოქალაქეებს არ სცალიათ, რადგან მოსავლის აღების პერიოდია.  მიზეზებს შორის პარტიის ლიდერი სწავლის დაწყებას, მაღალ ტემპერატურასა და სხვა ხელისშემშლელ ფაქტორებს ასახელებს.

ნათელაშვილი ურჩევს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, არჩევნები 31 ოქტომბერს ოთხშაბათ დღეს დაინიშნოს.