„ლეიბორისტების“ გამოკითხვა

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სკვერში „ქართული ოცნების“ დროშის ჩამოხსნის ფაქტზე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც თავად აცხადებენ, პარტიული დროშა საზოგადოებრივ სკვერში არ უნდა იყოს და მათ ის საქართველოს დროშით ჩაანაცვლეს. ჩამოხსნის შემდეგ კი დროშის გამგეობაში მიტანას გეგმავდნენ.

საქმე 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს. ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, ის პოლიციასთან არ ითანამშრომლებს და მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვას ითხოვს. აქტივისტების თქმითვე, მათ სკვერში ფიზიკურად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გაუსწორდნენ.