ლეგენდების მატჩი პირველ არხზე

ხვალ, 16 მაისს „დინამო არენა“ ლეგენდების სერიის მეორე მატჩს უმასპინძლებს, ამჯერად GEO11-ის მეტოქე ბარსელონას ლეგენდები იქნებიან. გულშემატკივარი ორივე გუნდში არაერთ ვარსკვლავს იხილავს. საქართველოს ნაკრებში შოთა არველაძე, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე და სხვა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ, ბარსელონას შემადგენლობაში კი მოედანზე რონალდინიო, ედგარ დავიდსი, გაისკა მენდიეტა და ხავიერ სავიოლა გამოვლენ. დღეს გუნდებმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს და მედიის კითხვებს უპასუხეს.

GEO11-ის და ბარსელონას მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19 00 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.