ლეგენდების მატჩი საქართველოს პირველ არხზე

დღეს საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები „მილანის“ ლეგენდებს დაუპირისპირდება. მატჩის მონაწილეებმა პრესკონფერენცია გამართეს და გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრეს. პრესკონფერენციაზე იყვნენ კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, კაკა, კლარენს ზეედორფი და იბრაჰიმ ბა. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან 19:00 საათზე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.