„ლეგენდების მატჩი“ პენალტების სერიით დასრულდა – გამარჯვება კი საბოლოოდ „მილანის“ ლეგენდების ნაკრებმა მოიპოვა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი დემეტრაძის გოლით გაიხსნა. შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრებმა სხვაობის გათანაბრება შეძლეს, თუმცა 66-ე წუთზე საქართველოს ნაკრები დავით სირაძის გოლით ისევ დაწინაურდა.
საბოლოოდ კი შეხვედრის ძირითადი დრო 2-2 დასრულდა. ქართველმა გულშემატკივარმა ლეგენდარული ფეხბურთელების ნახვა „ლეგენდების სერიის“ რიგით მეორე მატჩის ფარგლებში შეძლო. შეხვედრას „მიხეილ მესხის სტადიონზე“ დაესწრო ჩვენი ჟურნალისტი და პირდაპირ ეთერში ახლა სწორედ ნინო გაბელია შემოგვიერთდება.