„ლეგენდების მატჩი“

ლეგენდების მატჩის მეორე სერია – საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები დღეს „მილანის“ ლეგენდებს დაუპირისპირდება. შეხვედრა „მიხეილ მესხის სტადიონზე“ 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

იტალიური საფეხბურთო კლუბის ლეგენდები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ და ქართველ ფეხბურთელებთან ერთად, მატჩისწინა პრესპონფერენციაც გამართეს.

„მოამბის“ ჟურნალისტი აშუქებს ლეგენდების მატჩს და ახლა პირდაპირ ეთერში ნინო გაბელია ჩაგვერთვება.