ლავროვის განცხადებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა

18:18, 28.09.2019

ლავროვის ამ განცხადებებს გამოხმაურებები  მოჰყვა თბილისში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ შეხვედრა შვეიცარიის ორგანიზებითა და ჩართულობით შედგა.

მმართველ გუნდში კი აქცენტს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ დადებით შეფასებებზე აკეთებენ და ამბობენ, რომ მძიმე ჩიხური ვითარებიდან გამოსავლის ძიების პროცესში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ პრობლემა არა დიალოგში, არამედ კონტექსტშია.

მსგავსი