ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება. ეს ნიშნავს ქვეყნის მთელი მთავრობის გადადგომას. „ამჟამად პოლიტიკურმა შურმა და ვიწროპარტიულმა ინტერესებმა პასუხისმგებლობას აჯობა. როდესაც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ძლიერი კანდიდატი გამოჩნდა, პოლიტიკურმა მოლაყბეებმა სამთავრობო კრიზისი აირჩიეს”, – განაცხადა სილინიამ. პოლიტიკური კრიზისი ლატვიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 მაისის ღამით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან ორი უპილოტო აპარატი შევიდა. ერთ-ერთი ჩამოვარდნილი დრონი, ქალაქ რეზეკნეს ნავთობბაზაზე ცარიელ რეზერვუარებს დაეცა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ მოგვიანებით განაცხადა, რომ უკრაინული დრონები ლატვიაში რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების მუშაობის შედეგად აღმოჩნდნენ, რომლებიც „განზრახ ცვლიდნენ უკრაინული დრონების კურსს“. 10 მაისს ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა გადადგომის შესახებ განაცხადა.