ლატვიაში ვახტანგ კახიძე დააჯილდოეს

ლატვიაში, კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე დააჯილდოეს.

ლატვიელი დირიჟორის, იან დუმინშის სახელობის ყოველწლიური ჯილდო „შთაგონების ისტორია“ დირიჟორებს, გუნდებს, მევიოლინეებსა და მომღერლებს, ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისა და განვითარებისთვის გადაეცემათ.

ჯილდოს მუსიკოსები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 2015 წლიდან იღებენ.

დაჯილდოების ცერემონია საგუნდო სიმღერის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც დაესწრო.