მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს ლაშა ტალახაძეს თბილისში დააჯილდოებენ.
ღონისძიება საქართველოში 8 მაისს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩატარდება. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება წელს პირველად ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა.
ლაშა ტალახაძემ საუკეთესო ძალოსნის ტიტული 9 804 ხმით დაიმსახურა.დაჯილდოების საზეიმო ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.