ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა მიხეილ მესხის სტადიონზე ორივე ოლიმპიური მედალი წარადგინა. ძიუდოისტმა საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე შეკრებილ აუდიტორიას სიტყვითაც მიმართა და გულშემატკივრებთან ერთად, სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ლაშამ ოლიმპიური ჩემპიონობა პირველად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე იზეიმა, მეორედ კი ოქროს მედალი პარიზის 2024 წლის თამაშებზე მოიპოვა.