ლარის კურსი

ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა.

ნათია თურნავა განმარტავს, რომ ლარის გამყარება დიდწილად ქვეყნაში პოლიტიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. მინისტრი ასევე ამბობს, რომ ხელისუფლება ეკონომიკის გაძლიერების ხელშეწყობისთვის ძალისხმევას არ იშურებს, ამის ერთ-ერთ მაგალითად კი, მინისტრმა გუშინ გახმოვანებული ინფორმაცია დაასახელა, რომლის მიხედვითაც ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით, 12 ახალი რეისი დაინიშნება.