ლახამულას ოთხთავის რეაბილიტაცია

ქვეყნის ერთ-ერთი საგანძური მალე ძველ იერსახეს დაიბრუნებს. ეროვნულ არქივში ლახამულას ოთხთავს რესტავრაცია უტარდება. ფურცლების გაწმენდის შემდეგ, სპეციალისტები ახლა უნიკალური ხელნაწერის დეფორმირებულ ნაწილებს ასწორებენ. აღდგენის პარალელურად, მეცნიერები სვანეთში დაცული ოთხთავის დღემდე შეუსწავლელ მინაწერებსაც იკვლევენ.

ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაციის დასრულების შემდეგ, ოთხთავი სვანეთში, ლახამულას ტაძარს დაუბრუნდება, სადაც უნიკალურ  ხელნაწერს მიკროკლიმატითა და უსაფრთხოების დაცვით აღჭურვილ სპეციალურ სათავსში  შეინახავენ.

დატოვე კომენტარი