სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია პასკა, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.
პასკის ისტორია საქართველოში საუკუნეებს ითვლის, თუმცა თანამედროვე სახით ის შედარებით გვიან, მე-19 საუკუნეში დამკვიდრდა. მანამდე კი, სხვადასხვა კუთხეში აღდგომას მრავალფეროვანი ტკბილეულით აღნიშნავდნენ. განსხვავებული ფორმისა და შიგთავსისაა ლაგოდეხური პასკა – ნიგვზით, ჯემით და ქადის გულით სავსე ცომის ზედაპირის ვიზუალური გაფორმება დიასახლისის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მორწმუნეებს სჯერათ, რომ პასკის ცხობის პროცესი ერთგვარი რიტუალია და მისი გემოც და სილამაზეც მეტწილად საზეიმო განწყობაზეა დამოკიდებული.
ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი კახეთიდან.