ლაფანყურში „ვაჟაობა“ აღინიშნა

მთის ტრადიციებით, პოეზიითა და საზეიმო განწყობით ლაფანყურში „ვაჟაობა“ აღინიშნა – სახალხო დღესასწაული, რომელიც ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაა. ადგილობრივების თქმით, ამ ტრადიციას უკვე ნახევარი საუკუნეზე მეტია, განსაკუთრებით უფრთხილდებიან და წლიდან წლამდე უამრავ სტუმარსაც უმასპინძლდებიან.

პოეტის შემოქმედებით შთაგონებული ზეიმი, საბავშვო და სპორტული აქტივობებით, კონცერტითა და ტრადიციული დოღით გაგრძელდა. ლაფანყური კახეთში ერთადერთი სოფელია, სადაც 1968 წლიდან „ვაჟაობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნება.

ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი.