თბილისში მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული სპორტული მედიის, La Gazzetta Dello Sport-ის ქართული ვერსიის La Gazzetta Dello Sport Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე სპეციალური მოწვევით იმყოფებოდნენ ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელები – ჯანლუკა ძამბროტა და კრისტიანო ძაკარდი. ორივე მათგანი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონია. პოპულარული იტალიური სპორტული მედია პლატფორმის ექსკლუზიური ფრანშიზის მფლობელი საქართველოში SMH Sports-ი გახდა.