კვლევის საგანგაშო შედეგები

ქვემო ქართლში ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შემთხვევები ფიქსირდება.

გაერო-ს, სურსათისა და სოფლოს მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2014-2016 წლებში ქვემო ქართლში გამოკითხული მცხოვრებლების უმრავლესობა ამბობს, რომ მცენარეების შეწამვლის დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. ეკო-ტოქსიკოლოგი იმ მძიმე რისკებზე საუბრობს, რომელიც პესტიციდებით ვრცელდება. კონკრეტულად კი სიმსივნე და ემბრიონული ანომალიები. ხათუნა ახალაია ამბობს, რომ გამოსავალი ფერმერების მხრიდან თავის დაცვაა. კერძოდ, მათ უნდა იქონიონ ხელთათმანები და სახის დამცავი ბადეები.