კვლავ უცნობია, როდის შეძლებენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლები საკუთარ ბინებში დაბრუნებას

როდის შეძლებენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლები საკუთარ ბინებში დაბრუნებას, ჯერჯერობით ისევ უცნობია. 45-ე კორპუსის მდგომარეობის შესახებ დასკვნა თბილისის მერიის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უნდა დადოს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ, 18 საათის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, სპეციალისტები დილიდან მუშაობენ.

ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები. დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები 18 ოჯახი ამ დრომდე თბილისის სხვადასხვა სასტუმროში ცხოვრობს.