კვლავ უცნობია, როდის გადმოასვენებენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს

ამ დროისთვის ისევ უცნობია, როდის გადმოასვენებენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. წილკანში ჩასვლას დღეს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გეგმავენ.

დღის მეორე ნახევარში წილკანში სასულიერო პირებიც ჩავლენ, რომლებიც დაღუპულის სულის მოსახსენიებლად, პანაშვიდს გადაიხდიან.