კვლავ გაურკვეველია, როდის გადმოასვენებენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ვადები ისევ გაურკვეველია. რამდენიმე დღეში ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე შესრულდება, თუმცა, ოჯახს ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

ამასთან, დღეს საღამოს ორშაბათამდე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ე.წ. საზღვრები იკეტება, შესაბამისად, ახლგორის გამგებელი აცხადებს, რომ ამ პერიოდში ცხედრის გადმოსვენების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.