საქართველო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კვირეულს უერთდება. 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიება იმართება. მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალების როლის გაძლიერებაა. კამპანიას უერთდება საქართველოს პირველი არხიც.
თათია ტაბეშაძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში და კვირეულზე საუბარს განაგრძობს.