კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი გენერალური დირექტორი წარუდგინა. სააგენტოს თეა ონიანი უხელმძღვანელებს, პირველ მოადგილედ თამარ ყურაშვილი, მოადგილეებად კი პაატა გაფრინდაშვილი, რატი ოქროპირიძე და სალომე ჯამბურია დაინიშნებიან. შეხვედრაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.