კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ სხვადასხვა ფორმით მიზნის მიღწევამდე. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს ხელახალი არჩევნები, დაკავებულების გათავისუფლება და მოძალადეების დასჯა. მოთხოვნათა ჩამონათვალშია საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღის ეთერში დროის გამოყოფაც. შეკრებილების განცხადებით, კულტურა, როგორც არასდროს, ისეთი ერთიანია საერთო ღირებულების მიმართ – იყოს ევროპის განუყოფელი ნაწილი.