კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პროტესტის გაგრძელების ფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. შეკრებილებმა დაგმეს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სარეკლამო რგოლიდან ამოღება და 16:00 საათზე „ვისოლთან“ აქცია დააანონსეს. მათივე თქმით, პროტესტი დღის ბოლოს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც განახლდება.