კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

12:12, 29.07.2026

ვინ იქნება კულტურის ახალი მინისტრი, ჯერჯერობით, უცნობია. თინათინ რუხაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა, მმართველ გუნდში ყოფილ მინისტრს წარმატებებს უსურვებენ და აღნიშნავენ, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საზოგადოებამ არაერთი საინტერესო პროექტი იხილა.

თინათინ რუხაძემ გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრად 2024 წლის 18 ოქტომბერს დაინიშნა.

მსგავსი