კულტურის მინისტრის ვიზიტი ათენში
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის მინისტრის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. თინათინ რუხაძე, საბერძნეთის კულტურის მინისტრ ლინა მენდონის შეხვდა. საუბარი საქართველოსა და საბერძნეთს შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხს. დოკუმენტზე საბოლოო ხელმოწერის მიზნით, თინათინ რუხაძემ ბერძენი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. 8 აპრილს, საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართება.