კულტურის მინისტრის შეხვედრა ათენის მერთან

18:45, 08.04.2026

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კავშირზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს კულტურის სფეროში ურთიერთობის  გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლიტერატურისა და თეატრის კუთხით  თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს; ასევე, განიხილეს სამუზეუმო მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო  თბილისისა და ათენის დამეგობრების პერსპექტივას.

მსგავსი