საქართველოს კულტურის მინისტრი სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. თინათინ რუხაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანთან, საქართველოს ელჩთან, ემპოლისა და ფლორენციაში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებს ესტუმრა. სკოლებში 30 მოსწავლე სწავლობს ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, ცეკვას, სიმღერასა და კულტურას. ფლორენციის ქართულ სამრევლო ტაძარში კი კულტურის მინისტრი არქიმანდრიტ მამა ანდრია ლაცაბიძესა და მრევლს შეხვდა.