კულტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

ხმაურიანი აღმოჩნდა პარლამენტის წინაშე თეა წულუკიანის გამოსვლა.

„მინისტრის საათის“ ფორმატში გამართული მოსმენა ცალკეულ ოპონენტებთან სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კულტურის და სპორტის მინისტრის განსაკუთრებით მწვავე კრიტიკის ობიექტებად კი გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი იქცნენ. ვიცე-პრემიერმა დეპუტატებს ჩარკვიანის განცხადებების ჩანაწერებიც კი მოასმენინა.

გელათის მონასტრის რესტავრაცია, ხელოვნების მუზეუმის მომავალი, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ახალი კონკურსი, მწერალთა სახლი – გამოსვლის დროს გაჟღერდა ახალი ინიციატივები, იყო წინა ხელისუფლების დროს მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკაც. 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული ექსპონატების ნაწილის დაკარგვის გამო მინისტრმა გამოძიების დაწყებაც დააანონსა.